2021 წელს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში 730 საეჭვო ტრანზქციის შესახებ შევიდა შეტყობინება - ამის შესახებ უწყების საქმიანობის ანგარიშში არის საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებების უმეტესობა - 556 - კომერციულ ბანკებში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე 71 განაცხადით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოდიან, აზარტული თამაშების სფეროში კი 41 საეჭვო ტრანზაქციის განცხადება დაფიქსირდა. საჯარო რეესტრის სისტემაში კი 30 საეჭვო ტრანზაქცია გამოვლინდა.
როგორც უწყების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, მიღებული შეტყობინებებისა და თავად სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შემოსავლების სამსახურს დამატებით შესასწავლად სააგენტოს მხრიდან 84 საქმე გადაეგზავნა. ამ საქმეებს შორის 74 ფულის გათეთრებას ეხება, 10 საქმე კი ტერორიზმის დაფინანსების შესახებ არის.
2020 წელთან შედარებით, უწყების მიერ სხვა ორგანოებისთვის გაგზავნილი საქმეების რაოდენობა 1-ით შემცირდა, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, პანდემიის გამო შემცირებულ საეჭვო ფინანსურ ტრანზაქციებს უკავშირდება.
“2021 წელს მიღებული ანგარიშგების ფორმების ანალიზის და სამსახურის მიერ მოძიებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა და „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს გადასცა 84 საქმე (მათ შორის, 10 საქმე ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების სავარაუდო შემთხვევაზე, ხოლო 1 საქმე ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის მცდელობაზე). აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურისთვის 2021 წლის მანძილზე გაგზავნილი საქმეების რაოდენობის შემცირება განპირობებულია Covid-19 ვირუსის გლობალური პანდემიით, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპზე და, შესაბამისად, ამ პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების კლება განაპირობა", - ნათქვამია სამსახურის 2021 წლის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი