მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონი იცვლება, მონიტორინგის სამსახურის უფლებები ფართოვდება

625fd98f0fa93
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.22 14:08
1300
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს გაუგზავნა ახალი კანონპროექტი, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპრროექტი ბიუროზე 18 აპრილს დარეგისტრირდა და მისი მიღების შემთხვევაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებები გაფართოვდება და უფრო მეტ კომპანიას გაუჩნდება სახელმწიფოსთვის საეჭვო ტრანზაქციების შეტყობინების ვალდებულება.

“კანონპროექტის მიღების მიზეზია, კანონმდებლობაში აისახოს 2020 წლის 17 სექტემბერს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში, ევროპის საბჭოს მიერ მოცემული რეკომენდაციები.

კანონპროექტის მიღების შემდგომ, გაფართოვდება იმ უწყებათა სია, ვისთვისაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეუძლია საეჭვო ტრანზაქციის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გადაგზავნა, აგრეთვე გაიზრდება სია იმ უწყებებისა, რომლებსაც შეუძლიათ, მოითხოვონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისაგან ინფორმაცია. ფართოვდება აგრეთვე იმ დანაშაულების სიაც, რომლებზედაც ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებების გაზრდას. სამსახური აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, ანალიზის შედეგებს უგზავნის საგამოძიებო უწყებებს. კანონის არსებული რედაქციით, საგამოძიებო უწყებები მოიცავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შემოსავლების სამსახურს ანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შემოთავაზებული ცვლილებით, უწყებების ჩამონათვალს ემატება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური", - ნათქვამია კანონპროექტში.