მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის საბაჟოზე გადაადგილებისას ანგარიშგების წარდგენის ზღვარი იზრდება

5d7b761c9f2c4
ელენე გოგბერაშვილი
14.09.19 12:40
11372
"ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის.

დოკუმენტის მიხედვით, ანგარიშვალდებული პირი ვალდებული ხდება სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების, ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ.

თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება 30,000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის, ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ.

სამსახურს აგრეთვე უნდა წარედგინოს ანგარიშგება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ან მისგან მალულად, ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების შესახებ.

ანგარიშვალდებულ პირთა სიაში არიან ფინანსური ინსტიტუტები, საჯარო დაწესებულებებიდან - შემოსავლების სამსახური და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

კანონპროექტის განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ დღეს მოქმედი 30 ათას ლარიანი ზღვარი 50 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს.

"ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის 25-ე მუხლს უნდა დაემატოს პუნქტი, რომ ანგარიშვალდებული პირი ვალდებული იქნება სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ყველა იმ გარიგების ან გარიგების ერთობლიობის შესახებ, რომლის ოდენობა აღემატება 50 000 ლარს. იქ შედარებით დაბალი ციფრი, 30 000 იყო.

მიგვაჩნია, რომ ეს 50 000 დონემდე უნდა აიწიოს, რომლის ოდენობა შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან და ეს უნდა გაითვალისწინოთ", - განაცხადა კოვზანაძემ.