03.სექტემბერი .2019 19:30

ფუნტი-სტერლინგი რეკორდულად უფასურდება

views 3336
უკან

ფუნტი-სტერლინგი 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ბრიტანული ბიზნეს გამოცემების ცნობით, ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურება Brexit-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

სამშაბათის მონაცემებით, 1 ფუნტი სტერლინგი 1,20 ამერიკული დოლარი ღირს, მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2017 წლის იავარში დაფიქსირდა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ბრექსიტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები ბაზარზე ნეგატიურ განწყობებსა და არასტაბილურ განცდებს იწვევს, რაც ვალუტაზეც აისახება.


შეგახსენებთ, რომ  ბრიტანეთში პოლიტიკური სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა, პარლამენტისთვის დროებით საქმიანობის შეჩერების შესახებ დააკმაყოფილა.  ამ ნაბიჯს  მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.


გადაწყვეტილების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი დროებით მუშაობას 12 სექტემბერს შეაჩერებს, 14 ოქტომბერს კი ისევ განაახლებს. ამ გზით გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს 31 ოქტომბერს დაგეგმილ ბრექსიტთან დაკავშირებით, პარლამენტარების ბლოკადის შეჩერება სურს.
კერძოდ, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნებულ პარლამენტარები ვერ მოასწრებენ კანონის მიღებას, რომელიც მთავრობას 31 ოქტომბერს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებაში ხელს შეუშლის.