მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები კიდევ გამკაცრდეს

5fbccc3d5001f
ინგა მურუსიძე
24.11.20 13:04
1648
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა დამატებითი შეზღუდვების რამდენიმე ტიპზე მსჯელობს და ეს შეიძლება იყოს პირბადის ტარებაზე კონტროლის გამკაცრება, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საათების გაზრდა ან არასამუშაო დღეებში სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერება და ა.შ.

როგორც მაია ცქიტიშვილი განმარტავს, კვლავ საუბარია მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე და არა - სრულ "ლოქდაუნზე".

„განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომელიც ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის. ყველაზე ეფექტური საშუალება კვლავ არის პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია. პირბადის მოხმარება გარეთაც სავალდებულოა და ამ მიმართულებით ადმინისტრაციული კონტროლი გამკაცრდება.

ასევე, მობილობის შემცირებისთვის შეიძლება დაწესდეს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, ასევე, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეებისთვის გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ან მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.