10.ივლისი .2020 18:25

ფხაკაძე ბექაურს: ნუ შევადარებთ ამას ბანკში სპეც. მმართველის დანიშვნას, კომუნიკაციები სხვა სფეროა

views 857
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს მიმართავს. ფხაკაძე აცხადებს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის პრაქტიკა კომერციულ ბანკებში ემსახურება დეპოზიტართა ინტერესთა დაცვას, ხოლო მისი კომუნიკაციების სექტორთან შედარება არ შეიძლება.

"ნუ შეადარებთ ბანკს, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკში სპეციალურ მმართველს ნიშნავს ბანკის გაკოტრების დროს, დეპოზიტართა უფლებების დასაცავად. კომუნიკაციებში კი სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიასთან გვაქვს საქმე,"- აცხადებს ფხაკაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა წარადგინა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებების მკვეთრად გაფართოვება და მას საკომუნიკაციო კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცემა. ამ ცვლილებას ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიები ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ წარდგენილი ცვლილებება ქვეყანაში ინვესტორთა უფლებებს ლახავს. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის გაკეთებული შეთავაზების თანახმად, BAG შეისწავლის და კომისიას წარუდგენს კანონპროექტში არსებულ სადავო პუნქტებთან დაკავშირებით მათ იურიდიულ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში აღარ დაარღვევს ახალი კანონპროექტი ინვესტორთა უფლებებს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა ორშაბათამდე გადაიდო. 

სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში - ანალიტიკა: