პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება, - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანი მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. დისკუსიას დისტანციურად შეუერთდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ხოლო ბიზნესის მხრიდან შეხვედრას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესწრებოდნენ.
„საუბარი შეეხო საშუალოვადიან ეკონომიკურ პარამეტრებს, ასევე, მთავრობის ეკონომიკურ გეგმას მომდევნო წლების განმავლობაში, მათ შორის მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს.
ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ის ეკონომიკური გამოწვევები დაასახელეს, რომელთა ასახვა ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მათი აზრით მნიშვნელოვანია.
აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის შემოსავლების დონე.
საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ უფრო გაძლიერდეს კოორდინაცია და თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას, ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის.
შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიურ პერიოდში ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მონეტარულ პოლიტიკაზე, რასთან დაკავშირებითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის