მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფხაკაძე: პრემიერი დაგვპირდა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები კონსულტაციების გარეშე არ მიიღება

5dad80de54c3f
BM.GE
21.10.19 13:35
1270
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია კერძო სექტორს დაჰპირდა, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება დამტკიცებული.

„ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივიღეთ პრემიერის დაპირება, რომ არცერთი რეგულაცია, რომელიც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ბიზნესთან და ეკონომიკასთან, ჩვენთან კონსულტაციებისა და აზრთა შეჯერების გარეშე, მისი შემოღება არ მოხდება. ჩვენ ამ სულისკვეთებას მივესალმებით. ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რეგულაცია არ მოეხვეს ბიზნესს თავზე, რომელიც ნეგატიურ მოლოდინებსა და განწყობებს აჩენს.

"შრომის კოდექსთან" დაკავშირებით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის მიღება ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის ბიზნესისთვის. ეს არის ნორმირებული სამუშაო დროის შემოღება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსაზღვრა, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასის ოდენობის და პარამეტრების განსაზღვრა, შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის წესის გამკაცრება და მე მინდა ცალსახად გითხრათ, რომ სრული თანხვედრაა ჩვენი და მთავრობის პოზიციის ამ ნაწილში", – განაცხადა ფხაკაძემ.