მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G20-ის ტურიზმის სამიტი ქაშმირში ჩატარდება

646b23d53810d
BM.GE
22.05.23 12:15
345
G20-ის ტურიზმის შეხვედრა ქაშმირში ჩატარდება. ეს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც რეგიონმა სპეციალური სტატუსი მიიღო. მოსალოდნელია, რომ G20-ის ქვეყნებიდან ღონისძიებას 60-ზე მეტი დელეგატი.

ქაშმირის რეგიონი ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო საკითხია, ამიტომ პაკისტანის მთავრობამ ინდოეთი ჯერ კიდევ აპრილში გააკრიტიკა. კერძოდ, პაკისტანმა შეხვედრის ადგილად ქაშმირის შერჩევას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა. ამის გათვალისწინებით სამიტის წინ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

დიდი ოცეული მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებსა და ევროკავშირს აერთიანებს, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის 80%-ზე მეტი მოდის. G20-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე ინდოეთია, რომელიც სექტემბერში დელიში გაერთიანების სამიტსაც უმასპინძლებს.