მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G7-ის ქვეყნები რუსეთზე ეკონომიკურ იზოლაციასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაგრძობენ

627fc7a9289c5
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.22 19:12
1232
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის გაძლიერებასა და უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. წერს Reuters-ი.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების 3-დღიან შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, აშშ და ევროკავშირის დიპლომატები მონაწილეობდნენ. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გაუმკლავდებიან რუსულ დეზინფორმაციას, რომელიც მსოფლიოში სურსათის მიწოდების საკითხებში, მოსკოვზე ეკონომიკური სანქციების გამო, დასავლეთის დადანაშაულებას ისახავს მიზნად და მოუწოდებენ ჩინეთს, არ დაეხმაროს მოსკოვს და არ გაამართლოს რუსეთის ომი.

"საკმარისად ვიმოქმედეთ ჩვენ ამ ომის შედეგების შესამსუბუქებლად? ეს არ არის ჩვენი ომი. ეს რუსეთის პრეზიდენტის ომია, მაგრამ ჩვენ გლობალური პასუხისმგებლობა გვაქვს", - განუცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა ჟურნალისტებს დასკვნით პრესკონფერენციაზე.

რუსეთზე ზეწოლის გაზრდის საკვანძო საკითხს რუსული ნავთობის აკრძალვა, ან მასზე ეტაპობრივად უარის თქმა წარმოადგენს. ამასთან მოსალოდნელია, რომ შემდეგ კვირას ევროკავშირის ქვეყნები აღნიშნულ საკითზე შეთანხმებას მიაღწევენ, იმის მიუხედავად გამოვა თუ არა უნგრეთი ამის წინააღმდეგ. წერს Reuters-ი.

გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში საუბარია სანქციების გაფართოების შესახებ იმ სექტორებზე, რომელზეც რუსეთის ეკონომიკაა დამოკიდებული.