მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz-ის ახალ ავტომობილებს TikTok-ის ჩართვა შეეძლებათ

63f76230cbc8f
გიორგი თოლორდავა
24.02.23 00:05
834
Mercedes-Benz-ის ახალი ავტომობილების მულტიმედია სოციალური ქსელით აღიჭურვება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს სოციალური ქსელი TikTok-ია, რომლის პოპულარობაც უკვე წლებია რეკორდული ტემპით იზრდება.

Mercedes-ის ახალ მოდელებს დიდი ზომის ეკრანები ექნებათ, სადაც მგზავრები სასურველი კონტენტის ხილვას მგზავრობის პროცესშიც მარტივად შეძლებენ.

უსაფრთხოების გამო, TikTok-ის ჩართვა მხოლოდ ავტომობილის უძრაობისას იქნება შესაძლებელი. გარდა სოციალური ქსელისა, Mercedes-ის ახალი მულტიმედიას კომპიუტერული თამაშებიც და Zoom-იც დამატება, რათა ვიდეოკონფერენციებზე დასწრება პირდაპირ ავტომობილიდან გახდეს შესაძლებელი.