მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გააცანით ბავშვებს ელექტროუსაფრთხოების ელემენტარული წესები - "თელასი" მშობლებს მიმართავს

63846551b1806
ინგა მურუსიძე
28.11.22 11:54
446
ენერგეტიკულ ობიექტებში ბავშვთა ტრავმატიზმის და უბედური შემთხვევების აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფარგლებში "თელასი" მშობლებს მიმართავს.

"ხშირად ბავშვებს არ აქვთ წარმოდგენა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ელექტრობასთან. ბავშვთა ტრავმატიზმის პროფილაქტიკის დროს, მნიშვნელოვანია მშობელთა დახმარება და ყურადღება. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი - ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

კომპანია „თელასი“ სთხოვს მშობლებს გააცნონ ბავშვებს ენერგეტიკული ობიექტების სიახლოვეს ქცევის ძირითადი წესები:

1) არ მიუახლოვდნენ ელექტროსადენებს;
2) არ შევიდნენ სატრანსფორმატორო ქვესადგურებში;
3) არ შეეხონ ძალოვან კარადებს და ელექტრომრიცხველების კარადებს;
4) არ აძვრნენ ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე;
5) არ ითამაშონ ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ;
6) არ ავიდნენ სახლების და ნებისმიერი სხვა ნაგებობების სახურავებზე, რომელთა სიახლოვეს გადის ელექტროსადენები", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.