საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალეკო ძნელაძის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალთან ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთის 1%-მდე გაზრდა სესხების ფასებზე აისახება, - ამის შესახებ მან ბიემჯისთან საუბრისას განაცხადა.
“ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ კაპიტალთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დროს იქნა მიღებული, მათ შორის მოგების გადასახადის გაზრდა, კონტრციკლური ბუფერის დაწესება და სხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კაპიტალის დამატებით მოთხოვნაზე აისახება, რაც, შეასუსტებს ზრდის ტემპს და იმ პროდუქტების ფასში აისახება, რომლებიც შეთავაზებულია საბანკო სექტორის მიერ”, - აღნიშნავს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალეკო ძნელაძე.
გამომდინარე იქიდან, რომ კონტრციკლური ბუფერი კაპიტალს ისე არ არის მიბმული, როგორც სხვა ტიპის ბუფერები, მისი დათვლა განსხვავებული ფორმულით ხდება. ამგვარად, კონკრეტულად რა მოცულობის თანხას გულისხმობს კონტრციკლური ბუფერის 1%-იანი საბაზისო განაკვეთი ქართული საბანკო სისტემისთვის, საბანკო ასოციაციაში, ჯერ არ იციან, მაგრამ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დათვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
“საუბარი იმაზე, თუ რამდენად დიდი ტვირთი იქნება [კონტრციკლური ბუფერი] საბანკო სექტორისთვის, დღეს, ნაადრევია, რადგან, მაღალი მოგების მაჩვენებლის ფონზე, ბანკებს აღნიშნული ბუფერის შევსება უპრობლებოდ შეუძლიათ. უკანასკნელი ინფორმაციით, ამ ბუფერის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემა არც ერთ ბანკს არ ექნება. ერთადერთი, რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ისაა, თუ რამდენად მტკივნეულად აისახება ეს ზრდაზე და მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ ფასებზე”, - ამბობს ალეკო ძნელაძე.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. თუკი ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1 პროცენტი იქნება. კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება. მარეგულირებლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებთან. კონტრციკლური ბუფერის გაზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და მის შესავსებად, ბანკებს თორმეტი თვე აქვთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი