მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გააკეთეთ თურქეთის ბაზრის მოკვლევა - თურქეთის ელჩი ქართველ ექსპორტიორებს

61c4c5ff31313
თამთა ჯიჯავაძე
23.12.21 22:51
783
თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი მიიჩნევს, რომ ქართველმა მწარმოებლებმა, რომელთაც თურქეთში პროდუქციის ექსპორტი სურთ, თურქული ბაზრის მოკვლევა უნდა განახორციელონ, რაც მათ დაეხმარებათ მეზობელი ბაზრის ათვისებაში.

„საქართველო ჩვენი მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც შესანიშნავი კავშირები გვაქვს. მეორე საკითხია ასევე საქართველოსთვის ნიშური პროდუქტები. თუ ქართველი ექსპორტიორი ეცდებაი თურქეთში გაყიდოს პომიდორი, ალბათ რთული იქნება, თუმცა, თუ ჩირს, ან მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს ფეიხოას, ან ზოგიერთი სახის წვენს გაყიდის… ასევე შესაძლოა საქართველოში არსებობს რომელიმე ნედლეული, რომელსაც თურქეთი სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. ასე რომ თურქეთის ბაზრის კარგი კვლევა არის ის, რაც ქართველო მწარმოებლებს და ექსპორტიორებს დასჭირდება“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა.

მისივე თქმით, თურქეთს როგორც ექსპორტიორ ქვეყანას შეუძლია ამ მხრივ საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარება. უფრო მეტიც, როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს და თურქეთს მესამე ქვეყნებში შეუძლიათ ერთად ექსპორტზე მუშაობა. ამ კონტექსტში მან ე.წ. დიაგონალური კუმულაცია ახსენა, რომელიც საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა. ის საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს.

„ვიმედოვნებ, ბიზნესი ამას გამოიყენებს“, - დასძინა ელჩმა.