2021 წლის ბოლოს დედაქალაქს ნარჩენების მართვის 10-წლიანი სტრატეგია ექნება. დოკუმენტზე მუშაობა EBRD-ის დაფინანსებით სწორედ ახლა მიმდინარეობს. აღნიშნული სტრატეგიის შექმნაზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულებას 2018 წელს მოეწერა წელი, მისი რეალური განხორციელება კი 2020 წლის იანვარში დაიწყო.
სწორედ დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თბილისი ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადავიდეს - განცალკევებულად შეაგროვოს ნარჩენები და შემდგომ მისი ნაწილი გადაამუშაოს. რეფორმის მიზანია, დედაქალაქში ნარჩენების მოცულობა და სახიფათო ემისიები შემცირდეს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნარჩენების მართვის ხარჯებსაც შეამცირებს. აქედან გამომდინარე, სწორედ ნარჩენების მართვის სტრატეგიამ უნდა დაადგინოს, რა ტიპის და რა მოცულობის ურნები დაიდგას თბილისში, როგორ უნდა გადაადგილდებოდნენ ნაგავმზიდი მანქანები და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი დოკუმენტის შემუშავებაზე თბილისის მერია EBRD-თან შეთანხმებული იყო, 2019 წელს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა ნაგვის ურნების საპილოტე პროექტის განხორციელებას გეგმავდა. მერიამ მოვლენებს წინ გაასწრო, არ დაელოდა გრძელვადიან დოკუმენტს და 2020 წელს მიწისქვეშა ნაგვის ურნები დაამონტაჟა, რაც 7 მილიონი ლარი დაჯდა.
მთავარი ის არის, რომ მიწისქვეშა ურნების პროექტი სათანადოდ არ მუშაობს - მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების განცალკევებისთვის რამდენიმე მიწისქვეშა ურნაა დამონტაჟებული, ნარჩენები საბოლოოდ ისევ ერთ ნაგავსაყრელზე თავსდება.
მოდის თუ არა წინააღმდეგობაში აღნიშნული პროექტი EBRD-ის დოკუმენტთან? ამ თემაზე “საქმის კურსთან” კომენტარს არ აკეთებს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის საქართველოში ჩამოსული გერმანელი სპეციალისტი ლუდვიგ შტრეფი.
“თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე კი ამბობს, რომ მიწიქვეშა ნაგვის ურნების პროექტს დედაქალაქი “ძალიან კარგად იყენებს”. ის აღიარებს, რომ ჯერჯერობით მიწისქვეშა ურნები სრულად არ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა, თუმცა აქვე ირწმუნება, რომ პროექტი ასიათასობით ლარის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
“მე, როგორც ამ კომპანიის ხელმძღვანელი გეუბნებით, რომ ამ მიწისქვეშა კონტეინერების ექსპლუატაცია ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე სხვაგან ნარჩენების გატანა. როგორც იცით, ურნები აღჭურვილია დეტექტორებით, რომელიც მიგვანიშნებს, როდის და რომელი ურნის დაცლაა აუცილებელი, რაც, რა თქმა უნდა უნდა, საოპერაციო ხარჯზე აისახება”,- ამბობს რომეო მიქაუტაძე.
კითხვაზე, ხომ არ იჩქარა მუნიციპალიტეტმა, როცა პროექტში 7 მილიონი ლარი დახარჯა იმ დროს, როცა ნარჩენების მართვის გრძელვადიანი სტრატეგია მზად არ იყო, მიქაუტაძე პასუხობს:
“როცა მოხდა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, ამის ფარგლებში დამონტაჟდა ურნებიც. ამის შემდეგ ხომ ვერ დავაყენებდით და ხელმეორედ ხომ არ მოხდებოდა ამ სამუშაოების წარმოება? შესაბამისად, გონივრული ვადა იყო შერჩეული და ექსპლუატაციაც კარგად მიმდინარეობს”, - ამბობს რომეო მიქაუტაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის რამდენიმე უბანში ასევე არსებობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისთვის გამოყოფილი ურნები, თუმცა ირკვევა, რომ რეალურად დანიშნულებისამებრ არც ისინი მუშაობს, რადგან საბოლოოდ, ნარჩენები მაინც ლილოს ნაგავსაყრელზე თავსდება. "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს ეს მხოლოდ მოსახლეობაში ცნობიერების და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
"დღეს ამ ნარჩენების გადამუშავება არ ხდება, ხდება მათი განთავსება ლილოს ნაგავსაყრელზე. მისი გადამუშავება რა ტექნოლოგიით უნდა მოხდეს, ეს სტრატეგიაში იქნება ასახული. დღეს ურნები მხოლოდ ცნობადობის ამაღლების მიზნით არის სეპარირებული", - ამბობს რომეო მიქაუტაძე "საქმის კურსთან".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ