მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაათავისუფლეთ აშშ" - ილონ მასკი კარანტინის რეჟიმს აკრიტიკებს

5eaa7c1cc75af
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.20 12:05
1397
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი კარანტინის რეჟიმს აკრიტიკებს და კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს „ფაშისტურს“ უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ილონ მასკმა თვითიზოლაციის ზომები შინაპატიმრობას შეადარა.

„მე ამას ვუწოდებდი ადამიანების საკუთარ სახლებში იძულებით დაპატიმრებას მათი საკონსტიტუციო უფლებების საწინააღმდეგოდ. ჩემი აზრით, ეს არის ადამიანების თავისუფლებების საშინელი და არასწორი დარღვევა და ეს არ არის ის, რისთვისაც ხალხი ამერიკაში ჩამოვიდა“, – ამბობს მასკი.

მანამდე მასკი Twitter-ში აქებდა ტეხასის შტატს კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის და უმაყოფილებას გამოთქვამდა სხვა შტატებში შეზღუდვების გახანგრძლივების გამო. „გაათავისუფლეთ ამერიკა“, – წერდა მასკი.