თუ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ჩემს ტელევიზიას გულისხმობენ, ძალიან შეშლიათ, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.
როგორც ირკვევა, ტელეკომპანია "კავკასიას" გარკვეული დავალიანება აქვს, მაგრამ ნინო ჯანგირაშვილის აცხადებს, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ ერთი კონკრეტული პირობით დაიწყებს.
„მე არ ვიცი, ვის გულისხმობდა ფინანსთა სამინისტრო; წესით უნდა იგულისხმოს ის ტელევიზიები, ვისაც დავალიანებების სახით მილიონები აქვს დაგროვილი. მე თუ მგულისხმობდა, ძალიან შეშლია. აგვისტოში გამოვაცხადე, რომ ვიდრე არ გაირკვევა იმ 55 მილიონი ლარის ბედი, რა დავალიანებაც აქვთ ტელევიზიებს, იქამდე მე ჩემს დავალიანებას არ გადავიხდი. ახლაც იგივეს ვაცხადებ. ჯერ მითხრან, როდის იხდის „იმედი“ იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა; მითხრან, რამდენი აქვს „რუსთავი 2“-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის „მაესტრო“ 8 მილიონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან ვუჩივლებ, სადაც შესაძლებელი იქნება. ეგრე სად არის, იმათ მილიონები დააგროვებინონ და მე ულტიმატუმები წამიყენონ. სანამ „იმედი“, „რუსთავი“ და „მაესტრო“ ბოლო თეთრამდე არ გადაიხდიან დავალიანებებს, იქამდე ბიუჯეტში არაფერს გადავიხდი. რატომ აიღო ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა ათვლის წერტილად 1 ოქტომბერი და არა - მაგალითად 15 ან 17 ნოემბერი. მე არ ვიცი, ეს არის თავის მასხრად აგდება“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ფინანსთა მინისტრს თავმოყვარეობა აქვს და თანამდებობას პატივს სცემს, უნდა დაიბაროს ტელევიზიები და განუმარტოს, რას აპირებენ.
„გვითხრას მინისტრმა, რას აპირებს, რადგან ეს ყველაფერი არის არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩაყენება, ვინაიდან სხვა ტელევიზიებმა იმ თანხით, რა თანხებიც ბიუჯეტში არ გადაიხადეს, იყიდეს ტექნიკა, წაგვართვეს თანამშრომლები, მათ შორის მეც; დაიწყეს ახალი პროექტები, რომლითაც გაიზარდეს რეიტინგი, მიიღეს ბაზრის დიდი წილი და მე დეგენერატივით მთელი ეს წლები ვიხდი გადასახადებს. ინკასოს დამადებენ კი არა, დამიბრუნონ მთელი ამ წლების განმავლობაში გადახდილი თანხა იმის პროპორციულად, რასაც ახლა პატიობენ „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „მაესტროს“. არ მაინტერესებს, ხვალ რას იზამენ. დაადებენ ინკასოს და შეაფერხებენ ტელევიზიის მუშაობას?! ამას დარექმევა თავისი სახელი. ან „იმედს“ გადაახდევინონ ის 19 მილიონი, „რუსთავს“ 27 მილიონი და „მაესტროს“ 8 მილიონი და ან მანამდე არ გამეკარონ, თორემ ვუჩივლებ ყველგან სადაც შესაძლებელია. ჩემს რაღაც სასაცილო თეთრებზეა საუბარი იმათი მილიონების ფონზე“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ცნობისთვის: bm.ge სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებასაც ცდილობს. "რუსთავი 2"-სა და "იმედში" (ასევე "მაესტრო" და GDS) უკვე განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე დავალიანება არ აქვთ და ოქტომბრიდან გადასახადებს იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანიებს "იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს" სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ, რომლის დაფარვის გეგმა კომპანიებმა წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა