03.ნოემბერი .2021 23:00

გაბუნია ადასტურებს, რომ სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისების დამატება შეზღუდა

გაბუნია ადასტურებს, რომ სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისების დამატება შეზღუდა
views 441
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისების დამატება შეზღუდა.

საქმე ის არის, რომ bm.ge-სთვის ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა შეზღუდა. კერძო სექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება ასევე ეხება იმ კლინიკებსაც, რომლებიც უკვე წლებია სახელმწიფო პროგრამას ემსახურებიან, თუმცა ახალი სამედიცინო სერვისების უფლება აღარ აქვთ. როგორც კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, სამინისტრომ ახალი სამედიცინო მომსახურების ატვირთვისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტალი „ჩაკეტა“ ისე, რომ შესაბამისი ბრძანება ან დადგენილება სამინისტროს არ გამოუქვეყნებია.

ჟურნალისტებმა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს და რა ხდება სინამდვილეში.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მონაწილე დაწესებულებებს, შეუძლიათ შესთავაზონ სამინისტროს ახალი სერვისი. არსებობს პორტალი, სადაც ეს ყველაფერი იტვირთება, სერვისის ფასის ჩათვლით. პროგრამის დაწყებიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღინიშნა მეტად ჭარბწარმოება სერვისების, რაც იწვევს ფასის მომატებას და ჯანდაცვის სერვისების არარაციონალურ მომატებას. დაახლოებით მეორე წელია, ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა კომისია, რომელიც იღებს განცხადებებს ახალი პროვაიდერი კლინიკებისგან, რაც უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ არის აუცილებელი კონკრეტული პროვაიდერის გაშვება ამა თუ იმ ლოკაციაზე, ან რა საჭიროა ახალი სერვისის დამატება. სწორედ კომისიის გადაწყვეტილებით ემატება ახალი სერვისები, ხოლო კლინიკების ნება-სურვილით სერვისების დამატება შეზღუდულია დაახლოებით წელიწადნახევარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა