მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაბუნია: სელექციური კონტრაქტირებისთვის სამინისტრო ფიქრობს ორი განსხვავებული მექანიზმის გამოყენებას

5de93e80710d0
BM.GE
05.12.19 22:42
1713
სელექციური კონტრაქტირებისთვის სამინისტრო ფიქრობს ორი განსხვავებული მექანიზმის გამოყენებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი მექანიზმი შეეხება სანებართვო პირობების დახვეწას და უფრო მეტად შესაბამისობის უზრუნველყოფას საერთაშორისო სტანდარტებთან.

„კარდიოქირურგიის მიმართულებით სტანდარტები უკვე მზად არის, დასრულებულია კონსულტაციები პროფესიულ საზოგადოებასთან და შეთანხმება ამაზე არსებობს. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ პროცედურული უზრუნველყოფის ფაზაში. როგორც კი დასრულდება ეს ფაზა, უკვე შეგვიძლია რომ ამ მიმართულებით გვქონდეს ახალი სანებრათვო პირობები, რაც თავისთავად მეტად სელექციური ხასიათი ექნება. ანუ ის კლინიკები ვინც ვერ დააკმაყოფილებენ ბუნებრივია ახალ სანებართვო პირობებს, ვეღარ მიიღებენ, ცხადია, ამ სერვისის მიწოდებაში მონაწილეობას.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბევრად უფრო გონივრულია შესყიდვების წარმოება მეტად რენტაბელური დიდი ზომის დაწესებულებებიდან და ამისთვის ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რათა განისაზღვროს საჭირო საწოლფონდის ოდენობა და ასევე ის, თუ რა იქნება ეფექტურობის ზღვარი იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და ამ დისკუსიისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოს, როგორც პლატფორმას, იმისთვის, რომ მოხდეს გაზიარება ამ გადაწყვეტილებებისთვის, როგორც პირველად ჯანდაცვასთან, ასევე ჰოსპიტალურ სექტორთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.