მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაბუნია: ველოდებით ზუსტ ინფორმაციას - რა რეისით და როდის ჩამოვა საქართველოში Covid-19-ის ვაქცინა

6042433896cb0
ინგა მურუსიძე
05.03.21 18:49
475
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს, რომელიც Pfizer-ის მიერ არის წარმოებული.  ქვეყანა 30 ათასამდე დოზას ელოდება. გაბუნიას თქმითვე, საქართველოში იმავე კვირაში შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც, რომელიც იქნება კორეაში წარმოებული და ქვეყანა მას „კოვაქს-პლატფორმის“ ფარგლებში მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინების მოწოდების ზუსტი თარიღი უცნობია, რამდენადაც საქართველო ავიაგადამზიდების მხრიდან ელოდება ინფორმაციას.

„ველოდებით ინფორმაციას ავიაგადამზიდებზე. როგორც კი გვექნება ზუსტი ინფორმაცია რა რეისით, რა დროს ჩამოვა ტვირთი საქართველოში, ამას აუცილებლად გავაჟღერებთ. ვიცით, რომ ვაქცინა უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.