13.მარტი .2020 19:22

გაცდენილი დღეების გამო სასწავლო პროცესის განხანგრძლივება არ იგეგმება - სამინისტრო

views 442
უკან

გაცდენილი დღეების გამო სასწავლო პროცესის განხანგრძლივება არ იგეგმება,- ამის შესახებ BM.GE-ის განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განუცხადა.

როგორც დგებუაძე ამბობს, სასწავლო პროცესი ბრძანებით დადგენილ ვადებში დასრულდება. დგებუაძის განმატებით, ორშაბათს სკოლებს უკვე გადაეგზავნებათ მზა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც დღის ბოლომდე მზად იქნება. ამ პაკეტის მიხედვით, სკოლებმა უნდა იმოქმედონ, რათა სასწავლო კურსით დასახული მიზნები მიღწეული იქნას. რეკომენდაციები გულისხმობს, როგორც online ისე offline სწავლებას. განიხილება სატელევიზიო ბადეების ათვისებაც, სადაც ვიდეო გაკვეთილები ჩაეშვება.

“ჩვენ დავაანონსეთ, რომ არდადეგები გახანგრძლივდა, მაგრამ 1 აპრილს ვიწყებთ სასწავლო პროცესს. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ არ ვახანგრძლივებთ, ივნისის ბოლომდე სასწავლო პროცესს, ვასრულებთ ბრძანებით დადგენილ ვადებში. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობთ, რომ არის მნიშვნელოვანი სკოლამ გაითვალისწინოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები საფეხურების მიხედვით. ვთავაზობთ რეკომენდაციების მთელ პაკეტს, რომელსაც მოვამზადებთ, ახლა უკვე მუშაოებენ საგნობრივი ექსპერტები, თითოეულ საგანში რა შეიძლება იყოს ის ძირითადი მიზნები, რაც უნდა მიაღწიოს იმ პერიოდის განმავლობაში მოსწავლემ, რაც იქნება სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილი”,-აცხადებს განათლების მინიტრის მოადგილე ეკა დგებუაძე.