მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაცემული სამშენებლო ნებართვებით წინა 2 წელს ვუსწრებთ - თორნიკე კორძაია

5f93071e7f8e8
ლიკა გურაბანიძე
25.10.20 19:12
842

“უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა, განსაკუთრებით თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში, პანდემიამდე საკმაოდ დიდი იყო და ამ აქტივობის დაბრუნება, თუ სიტუაცია გაჯასაღებისკენ წავიდა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, ახლა საფრთხილოა ის, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდასთან და ლარის კურსის მერყეობასთან ერთად, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების ტემპი არ დაირღვეს.

“თბილისში 9 თვეში საცხოვრებელი სახლების მშენებლობებისთვის გაცემული ნებართვებით ფართების მიმართულებით დაახლოებით 2%-იანი ზრდა ფიქსირდება. ამ პერიოდში ნებართვა ჯამში 696 ათას კვ.მ საცხოვრებელ ფართზე გაიცა. თბილისში 9 თვეში ნებართვა 149 ახალ კორპუსზეა გაცემული. იანვრიდან მოყოლებული მაისამდე ეს წელი საკმაოდ ძლიერი იყო და წინა 5 წელს ჯობდა, თუმცა შემდგომ დაახლოებით 8 თვის განმავლობაში გარკვეული სახის შენელება დაფიქსირდა.

ახლა ამ მაჩვენებლებით წინა 2 წელს ვუსწრებთ, თუმცა წინა წლებს, მაგალითად 2016 წლამდე პერიოდს ჩამოვრჩებით. მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ საცხოვრებელი მშენებლობების ნებართვების კუთხით ეს წელი მაინც კარგად მიმდინარეობდა.

განსხვავებით იმისგან, რომ მეორე კვარტალში სამშენებლო სფეროში არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი შენობების მშენებლობაში 34%-იანი შემცირება დაფიქსირდა ვხედავთ, რომ ნებართვების გაცემაში ასეთი დიდი შეფერხება არ ყოფილა.

უბნების მიხედვით რომ დავყოთ ნებართვები, ტრადიციული უბნები ლიდერობენ, სადაც მოთხოვნა ყველაზე დიდია. ჯამურად მთლიანი გაცემული ნებართვების 55%-ს დიდი დიღომი, საბურთალო და გლდანი შეადგენს. წლიური ზრდა ფიქსირდება საბურთალოში, ნაძალადევში, კრწანისში, ისანში და ჩუღურეთში” - განაცხადა კორძაიამ.