მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჩეჩილაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე: გვესმის, რომ ეს მსესხებლებს ცხოვრებას უძვირებს

5d8b4a5db877d
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 15:40
1985
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ინფლაციის მომატებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ის თავის მაჩვენებელს დაუბრუნდეს.

ამის შესახებ არჩილ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მსესხებლებს ცხოვრებას უძვირებს.

"ინფლაციის მომატებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ის თავის მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ამ კუთხით კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი გამკაცრება მსესხებლებისთვის მარტივი არ არის და ეს მათ ცხოვრებას უძვირებს. შესაბამისად, ამ კუთხით დაბალანსება და ყველა დადებითის და უარყოფითის განხილვა მნიშვნელოვანია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე გაზარდა. სებ-ს განმარტებით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინების შემცირებას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. განაკვეთის გაძვირებით იმ მოქალაქეებს, ვისაც სესხი ცვლად განაკვეთზე ჰქონდა მიბმული სესხის მომსახურება გაუძვირდებათ.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტის წინა სხდომაზე განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.