მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჩერებით მიღებული ზარალი 6 მლნ ლარია - სავაჭრო ცენტრი „საბა“

601164b5dfe2a
ელენე გოგბერაშვილი
27.01.21 17:05
1285
მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებს შორის შეხვედრა დღეს ისე დასრულდა, რომ მთავრობამ კერძო სექტორის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ბიზნესი გადაადგილების შეზღუდვის დროის ერთი საათით გახანგრძლივებას, ასევე შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას და ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა როგორც ბიზნესთან აუდიენციის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა განმარტეს, სავაჭრო სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და ასევე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება არ მოხდება.

„ეს გადასახადი მძიმედ გვაწვება და როცა გაჩერებულები ვართ და ეკონომიკურ საქმიანობაში ქონებას ვერ ვიყენებთ, ვითხოვდით გაჩერების პერიოდში ქონების გადასახადი არ გადაგვეხადა, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ“-თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ.

მისი თქმით, ლოქდაუნიდან გამომდინარე სავაჭრო ცენტრის გაჩერებით „საბამ“ 6 მილიონი ლარით იზარალა. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას, რა პერიოდშიც ბიზნესს თავად უწევდა თანამშრომელთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, სხვა ე.წ გაჩერების ხარჯებთან ერთად ყოველთვიურად მათი ხარჯი 200 000 ლარს აღწევს. ცალკე ტრანსპორტირებისათვის კი სავაჭრო ცენტრს 10 000 ლარის ხარჯის გაწევა მაინც უწევს.

როგორც კაჭარავა ამბობს, ახალი წესების შესაბამისად, 1 მარტამდე თანამშრომელთა კოვიდ ტესტირებას სახელმწიფო უზრუნველყიფს, თუმცა 1 მარტის შემდეგ ლაბორატორიებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი ფინანსური ხარჯის გაწევა თავად სავაჭრო ცენტრებს მოუწევთ.