14.ოქტომბერი .2021 21:30

გაჩერებული საჰაერო სივრცის გამო "საქაერონავიგაციამ" 29 მილიონი იზარალა

გაჩერებული საჰაერო სივრცის გამო "საქაერონავიგაციამ" 29 მილიონი იზარალა
views 359
უკან

საქართველოს საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების სანავიგაციო და აფრენა/დაფრენის დისპეტჩერიზაციის მოვალეობას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული “საქაერონავიგაცია” ასრულებს. კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც პანდემიამ კომპანიაზე მძიმე ფინანსური გავლენა იქონია, რის გამოც, მან გასულ წელს 28.7 მილიონი ლარით იზარალა.

2019 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 137,887 ფრენა შესრულა, რაც 2020 წელს 53%-ით, 64,530 ფრენამდე შემცირდა. ამასთან, უშუალოდ საქართველოს აეროპორტებში 13,776 აფრენა/დაფრენა შესრულდა, რაც წინა წელთან შედარებით 73%-ით ნაკლებია.

პანდემიამდე, ანუ 2019 წელს “საქაერონავიგაციის” შემოსავალი 74.2 მილიონი ლარი იყო, თუმცა 2020 წელს ის 24.9 მილიონი ლარით, 49.3 მილიონ ლარამდე შემცირდა.

კომპანიამ გასულ წელს ხელფასების სახით 43 მილიონი ლარი გასცა, 16.5 მილიონი ლარი იყო ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯებმა 19.7 მილიონი ლარი შეადგინა.

პანდემიური პერიოდის დასაწყისში “საქაერონავიგაციამ” EBRD-ისგან 10 მილიონის სესხი აიღო.

კომპანიის მთლიანი აქტივები 2020 წლის ბოლოსთვის 204.6 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა