09.იანვარი .2020 23:02

“გაჩერებულია აუქციონი, სადაც ერთ-ერთმა ჩვენმა კომპანიამ ციხისძირში მიწა იყიდა” - ხაზარაძე

views 840
უკან

“გაჩერებულია, მაგალითად, აუქციონი, რომელზეც ერთ-ერთმა ჩვენმა კომპანიამ მიწა იყიდა ციხისძირში, - ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ tv “მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძე, სავარაუდოდ, საუბრობს მიწის ფართობზე, სადაც მის ბიზნეს ჯგუფს სასტუმროს პროექტი უნდა განეხორციელებინა.

“ლელოს” ლიდერი ირწმუნება, რომ მათ მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

„გაჩერებულია ბევრი რამე.. გაჩერებულია მაგალითად ერთ-ერთი აუქციონი, რომელზეც ერთ-ერთმა ჩვენმა კომპანიამ 9 ჰექტარის მიწა იყიდა. ამ მიწის ყიდვა აღმოჩნდა ყველაზე მაღალფასიანი... გამოაცხადა კიდეც იმ დროს ეკონომიკის სამინისტრომ, რომ ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა ეს მიწა.. ჩვენ ინგლისელებს გავაკეთებინეთ საკმაოდ სერიოზული პროექტი, რომელშიც ოპერატორი იქნება ალბათ „სვისჰოტელის“ ჯგუფი... რამდენიმე თვეა შეტანილია ეს პროექტი აჭარის [შესაბამის უწყებაში] და არანაირი პასუხი არ გაუციათ. არანაირ წერილზე არ პასუხობენ. ჩვენ მიმართ არის პოლიტიკური დევნაა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

bm.ge თემის დეტალებს შესაბამის უწყებებში მოიკითხავს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა