მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაჩუმდი! ნუ გვარცხვენ!“ - მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

621cc21e90b5a
ინგა მურუსიძე
28.02.22 16:36
476
„გაჩუმდი! ნუ გვარცხვენ!“ - ასე მიმართავს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ხაზარაძის განცხადებით, ღარიბაშვილის რიტორიკა რუსული პროპაგანდის ნაწილია და ის ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და მისწრაფებას, გახდეს ქვეყანა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს. მისი რიტორიკა რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. გაჩუმდი! ნუ გვარცხვენ!“ - წერს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.