მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაადგილების გამკაცრებული ზომები სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება - ვიცე-პრემიერი

5e81faa46dec0
დავით ჯალაღონია
30.03.20 17:59
844
"გადაადგილების გამკაცრებული ზომები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

"აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე, არც საერთაშორისო, არც შიდა გადაზიდვებზე. ეს არც დღეს ვრცელდება მარნეულსა და ბოლნისში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სრული კარანტინი. ბუნებრივია, სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გარკვეული კორიდორის დაცვით და ისე, როგროც ამას შსს ჩათვლის საჭიროდ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ხვალ, 08:00 საათიდან, „ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი“ გამოაცხადა.