მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

609a3a5527504
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 12:07
2124
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება და ის ეპიდვითარებიდან გამომდინარე გადაიხედება - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ღამის 21:00 სთ-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. საბჭო მუდმივ რეჟიმშ აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა განიხილება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გარდა ამისა საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 13 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა მოიხსნება. ამასთან მუშაობას განაახლებენ სკოლები.