მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადადებული ავიარეისები, მაღალი სიცხე და კოვიდვითარება - როგორი მდგომარეობაა ევროპაში სამოგზაუროდ?

62e018e9e06fb
BM.GE
27.07.22 00:12
3050
ორწლიანი ლოდინის შემდგომ, წელს მოგზაურობა განსაკუთრებით ქაოსური და დატვირთული გახდა. კარგი ისაა, რომ მოგზაურები დანიშნულების ადგილამდე მისვლას ახერხებენ, თუმცა უკან დაბრუნება ფრენების გადადებისა და გაზრდილი ხარჯების გამო ურთულდებათ. ამ ყველაფერს კი ევროპის მასშტაბით გახშირებული ხანძრები, მაღალი ტემპერატურა და კოვიდ 19-ით ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ემატება.

ფაქტია, პანდემიის შემდგომ მოთხოვნა მოგზაურობაზე არნახულადაა გაზრდილი. ევროპაში მოგზაურობის ბუმია. მაგალითისთვის, ესპანეთში 2022 წლის ივნისში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ჩამოსვლა დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 85.5%-ით აღემატება. თუმცა პანდემიის შედეგად გამძაფრებულმა პერსონალის დეფიციტმა, უამრავი გაფიცვა (მეტი ანაზღაურებისთვის/საათებისთვის) და ევროპაში მოგზაურობის გადადებების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. მოგზაურთა ნაწილი დანიშნულების ადგილამდე მისვლას დაგეგმილ პერიოდში, ანდაც საერთოდაც ვერ ახერხებს.

Cirium-ის მონაცემებით, ავიაკომპანიების მიერ აგვისტოში ევროპის მასშტაბით ჯამში 15,700 ფრენა გაუქმდა, რაც გლობალური ფრენების გაუქმების 60%-ს შეადგენს. ლონდონის Heathrow-ის აეროპორტის მიზანი სექტემბრამდე მგზავრების დღიური რაოდენობის არსებული 104,000-დან 100,000-მდე მგზავრამდე შეზღუდვაა. კომპანია იმ ადამიანთა რაოდენობის შემცირებით, რომლებიც მათი ტერმინალებიდან დაფრინავენ, უსაფრთხოების ხაზებსა და ფრენების განხორციელებაში არსებული ქაოსის აღმოფხვრის იმედს გამოთქვამს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხოლოდ 17 ივლისს იტალიაში 500 ფრენა გაუქმდა. მიზეზი, უკეთესი ანაზღაურების მოთხოვნით, დაბალბიუჯეტური ავიახაზების თანამშრომლებისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლიორების გაფიცვაა. ევროპის უფრო ჩრდილოეთით კი Air France-KLM-მა და Lufthansa-მ დაბალფასიანი ბილეთების გაყიდვა შეზღუდეს, ხოლო Deutsche Lufthansa-მა ფრანკფურტიდან და მიუნხენიდან ფრენების ერთი მეხუთედის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა მიმდინარე ზაფხულის პრობლემას მხოლოდ გადადებული ფრენები არ წარმოადგენს. ამ ყველაფერს ემატება მაღალი სიცხე, ტყის ხანძრების სწრაფი გავრცელება და კოვიდით ინფიცირების მზარდი მაჩვენებელიც. ამ კვირაში, ევროპის დიდ ნაწილში, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, ტემპერატურის 40 გრადუს ცელსიუსამდე მიღწევასაც კი ვარაუდობენ. მხოლოდ 18 ივლისს, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ჟირონდის რეგიონიდან, 16,000 მოსახლის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. და ეს მხოლოდ ერთ-ერთია ხანძრის იმ მრავალი კერიდან, რომელთაც მეხანძრეები ამჟამად საფრანგეთის ტერიტორიაზე ებრძვიან.

ზუსტად მაშინ კი, როდესაც მსოფლიომ მოგზაურობა ხელახლა დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპა გლობალური კოვიდინფექციების ახალი ტალღის ცენტრად დაასახელა. ჯანმოს ჯანდაცვის გადაუდებელი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, „ჩვენ საქმე გვაქვს დაავადების უფრო ინტენსიურ ტალღასთან, რომლის გავრცელებაც სწორედ ევროპის გავლით ხდება“.

Forbes.ge