მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაგვივადეს გადასახადი, რომელსაც ისედაც ვერ გადავიხდიდით, რადგან შემოსავლები არ გვაქვს"

5e7b7d99085d5
სალომე მეცხვარიშვილი
26.03.20 09:40
1345
რესტორატორი დავით გოდერძიშვილი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 4 თვის განმავლობაში ტურიზმის სექტორს საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს. რესტორატორი მიიჩნევს, რომ ეს არის უბრალოდ პოპულიზმი და არა სექტორის რეალური ხელშეწყობა.

გადაგვივადეს გადასახადი, რომელსაც ისედაც ვერ გადავიხდიდით, რადგან შემოსავლები არ გვაქვს,- ამბობს დავით გოდერძიშვილი.

მისივე შეფასებით, სერიოზული პრობლემა შექმნა დღგ-ს გადასახადის გადახდამაც, რომელიც “შეკოწიწებული კაპიკებით” გადაიხადეს.

“საშემოსავლო გადასახადის გადავადებას რაც შეეხება, რომლისგანაც შემდეგი თვიდან გავთავისუფლდით, ეს არის სასაცილო, შემდეგ თვეში ისედაც ვერ გადავიხდით, იმიტომ, რომ საქმიანობას ვერ ვაწარმოებთ. ჩვენ გაგვათავისუფლეს იმ გადასახადისგან, რომელიც ისედაც არ უნდა გადაგვეხადა, არ მოგვიწევდა უბრალოდ ამის გადახდა.

ასევე ძალიან მძიმე ტვირთი იყო ჩვენთვის ბოლო თვეს დღგ-ს გადახდა, რადგან მარტში გადავიხადეთ თებერვლის დღგ. თებერვალში გამომუშავებული თანხებით არ გადაგვიხდია ეს გადასახადი, ეს არის მარტში აკუმულირებული თანხა. გამოვიდა ისე, რომ მარტში შეკოწიწებული კაპიკები გადავიხადეთ დღგ-ს სახით, ზოგიერთმა ესეც ვერ შეძლო და დაადეს ინკასო. ეს არის წიხლის დაჭერა”,- აცხადებს რესტორატორი.