12.აგვისტო .2020 15:43

გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება და არჩევნები?- პრემიერის პასუხი

views 868
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეისთვის არანაირი პირობა იმისთვის არ არსებობს სწავლა საკლასო ოთახებში არ დაიწყოს, ან არჩევნების თარიღმა გადაიწიოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივესრიტეტის მონახულებისას განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ისევე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებაზე საუბრისთვის“, - თქვა პრემიერმა.