მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გადაიღე საქართველოში” ფარგლებში ჰოლივუდში სამუშაო ვიზიტი იგეგმება – მიმართვა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს

623b3b6d5af11
BM.GE
23.03.22 19:25
871
5-დან 15 ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში იგეგმება ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში.

ვიზიტის მიზანია ქართული კომპანიების დაკავშირება ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ წამყვან სტუდიებთან, როგორებიცაა Universal Pictures”, “Disney”, “HBO” და სხვ.

დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის პროდიუსერთა გილდიის მთავარ კონფერენციაზეც - Produced By Conference. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაცია.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” საქართველოს კინოინდუსტრიის სფეროს ყველა წარმომადგენელს სამუშაო ვიზიტსა და კონფერენციაში მონაწილეობის და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობას აძლევს.

სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 15 აპრილისა შემდეგ ამ ბმულზე.