მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაინაცვლებს თუ არა ნათია თურნავა სებ-ის საბჭოში - კობა გვენეტაძის პასუხი

620e301c6e16f
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.22 15:23
708
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტი ნათია თურნავა შესაძლოა სებ-ის საბჭოს წევრი გახდეს.

გვენეტაძის თქმით, საბჭოში წევრობის კანდიდატთა ინიცირებას საქართველოს პრეზიდენტი ახდენს და მასთან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა.

“ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ჩემთან. ვერ გეტყვით.

იმისათვის, რომ პიროვნება გახდეს სებ-ის პრეზიდენტის მოადგილე, ის ჯერ უნდა გახდეს სებ-ის საბჭოს წევრი. სებ-ის საბჭოში წევრთა წარდგენას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

თავად ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, თუმცა მასში ამჟამად 7 წევრია. საქათველოს პარლამენტმა 2021 წელს საბჭოში სამი ახალი წევრი - ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და ნიკოლოზ გაგუა დაამტკიცა.

უცნობია, წარადგენს თუ არა პრეზიდენტი საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე ნათია თურნავას.