„შემდეგი 2 კვირა ეპიდსიტუაციას უნდა დავაკვირდეთ“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 16 იანვრიდან მოლების გახსნას და ზოგადად, დაანონსებული შეზღუდვების შერბილების თვის ბოლომდე ან თებერვლის შუა რიცხვებამდე შესაძლო გადაწევას შეეხებოდა.
როგორც უწყებათშორის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ თქვა, ჯერჯერობით, 16 იანვრიდან შეზღუდვების შემსუბუქება ძალაში რჩება.
„ჯერჯერობით, ის სქემა, რომელიც დაანონსდა, 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალაში რჩება, თუმცა იქამდე უნდა გავიაროთ 2 კვირა და ეს 2 კვირა იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ გამოვლინდება, გამოიწვია თუ არა შეზღუდვების 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შერბილებამ შემთხვევების მატება. თუ მივაღწიეთ ისევ იმ კრიტიკულ რაოდენობას, როცა შეიქმნება ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად გადატვირთვის რისკი და ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ჯანდაცვის სექტორისთვის, რა თქმა უნდა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, საბჭო დამატებით იმსჯელებს იმ მექანიზმებზე, რაც უნდა იქნეს გამოყენებული 16 იანვრის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, შემდეგი 2 კვირა ეპიდსიტუაციას უნდა დავაკვირდეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?