მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაიხადე Glovo-ზე Visa ბარათით და მიიღე 15 ლარიანი ქეშბექი! (R)

6373704a0abe1
BM.GE
15.11.22 14:55
579
ამიერიდან, Google Pay გადახდის სერვისი, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. Google Pay არის გადახდის თანამედროვე, სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი გზა, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი. მის გასააქტიურებლად, ანდორიდის და Wear OS-ის მომხმარებლებმა, Google Play Store-დან უნდა ჩამოტვირთონ Google Wallet აპლიკაცია, შევიდნენ Google ანგარიშზე და შეიყვანონ Visa ბარათის მონაცემები. ნებისმიერ სივრცეში, იქნება ეს ფიზიკური სავაჭრო ობიექტი თუ ონლაინ კომერცია, მომხმარებელს შეუძლია ერთი კლიკით გადაიხადოს თანხა.

საქართველოში Google Pay-ის შემოსვლის აღსანიშნავად, Glovo და Visa მომხმარებლებისთვის სიახლეს სთავაზობენ:

გადაიხადე Glovo-ს აპლიკაციაში Google Pay-ზე დამატებული Visa ბარათით და მინიმუმ 30 ლარიან გადახდაზე, მიიღე 15 ლარიანი ქეშბექი!

მნიშვნელოვანია, რომ Google Pay არ აგზავნის ბარათის რეალურ ინფორმაციას - ის იყენებს ვირტუალურ ნომერს და შესაბამისად, მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში: „Glovo მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებსა თუ სერვისებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან, ქართველ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს Google Pay სერვისით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგია, ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგოს“.

R