მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე 2 კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

6066b33b603d9
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.21 09:59
2385
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მისცეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, შემოსავლების არასწორ დეკლარირებას სისტემატურად ახდენდნენ და შესაბამისი გადასახადებით სათანადოდ არ იბეგრებოდნენ, რითაც დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას თავს არიდებდნენ.

საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 426 711 ლარი დაერიცხა, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 281 123 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 168 009 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 111 667 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.