27.აგვისტო .2019 18:12

გადასახადის გადამხდელთა კავშირი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

views 231
უკან

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო პროცესებს უკავშირდება. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული საქმე უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ერთი კომპანიის ფარგლებს და ქვეყნის ბიზნესგარემოს იმიჯს შეეხო. ამიტომაც, ორგანიზაცია, სხვა და სხვა სახის ეჭვების გაქარწყლებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნას ამ პროცესში გამჭვირვალობის შეტანისა და ვითარების განმუხტვისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს. 

"ვინაიდან თიბისი ბანკის საქმე დიდი ხანია გაცსდა ერთი კომპანიის საზღვრებს და შეეხო არამხოლოდ ბანკის დამფუძნებლებს, არამედ, ირიბად, მედია-კომპანიებსაც კი, გვსურს გავიმეოროთ ჩვენი ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება და აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნას თიბისი ბანკის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს.

ვიმეორებთ, ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება. აღნიშნულის მიღწევა კი, შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით,"- ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა