27.აგვისტო .2019 11:50

გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადება

views 389
უკან

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო მონიტორინგის გამკაცრებას უკავშირდება. BMG ორგანიზაციის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"გადამხდელების საყურადღებოდ!

ბოლო პერიოდში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი უკავშირდება კომპანიების დირექტორებს და ვინაიდან ისინი მოხვდნენ რისკიანი კომპანიების სიაში, სთხოვენ მათ შემოსავლების სამსახურში მისვლას. ანალოგიური შეტყობინება მიიღო ჩვენი კავშირის რამდენიმე წევრმა კომპანიამაც.

გადასახადის გადამხდელებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება იმ კომპანიების ნაწილს, რომელთაც უფიქსირდება დღგ-ის ზედმეტობა, ხოლო შემოსავლების სამსახურში მათი მისვლა უკავშირდება წერილობითი ახსნა-განმარტების გაკეთებას წარმოშობილი ზედმეტობის მიზეზების შესახებ, რისთვისაც საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება.

აქვე, მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურს მეტი სიცხადე შეიტანოს აღნიშნულ პროცესში, რათა ხელმძღვანელმა პირებმა შეძლონ მომზადება და ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა შემოსავლების სამსახურში. ასევე, აუცილებელია გადამხდელებს ინფორმაციის დისტანციურად მიწოდების შესაძლებლობაც ჰქონდეთ,"- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა