11.ოქტომბერი.2018 12:46
ეკონომიკა

გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების შემდეგ 2018 წლის 8 თვეში 11, 2017-ში კი - 7 საგადასახადო შემოწმება დაინიშნა

გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების შემდეგ  2018 წლის 8 თვეში 11, 2017-ში კი - 7 საგადასახადო შემოწმება დაინიშნა
2018 წლის 8 თვეში ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით, გადასახადების გადამხედელების მოთხოვნების საერთო რაოდნეობა გაიზარდა. თუკი 2015 წელს ეს მონაცემი 4 217 იყო, 2018 წლის 8 თვეში ის უკვე 4 727-ია. რაც შეეხება მთლიანი მოთხოვნილი თანხებიდან დაბრუნებული თანხების წილს, 2018 წლის 8 თვეში ეს მონაცემები 60% იყო (266.163), 2017 წელს კი -70% (234.893).
აღნიშნული მონაცემების შესახებ შემოსავლების სამსახურიდან სტატისტიკური ინფორმაცია „კრესტონ პაპიაშვილის“ მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა გამოითხოვა.

„ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების მაჩვენებლები იმ კუთხით რომ თვითონ პროცესი გამარტივდა ან მოთხოვნილ მთლიან თანხაში დაბრუნებული თანხის ხვედრითი წილი გაიზარდა ან შემცირდა ამის ცალსახად თქმა არ შეგვიძლია. ან რაღაც პარამეტრებით გაუმჯობესებულია, ან გაუარესებულია. ამ თემას რათქმაუნდა ასეთი დიდი ყურადღება არ მიექცეოდა, რომ არა ის აქტივობა რაც ცვლილებებს წინ უძღვოდა.“ - ამბობს პაპიაშვილი და აქცენტს საგადასახადო შემოწმებების რაოდენობაზე ამახვილებს.

პარამეტრების შედარებისას ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმება, რომელიც გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების შემდეგ დაინიშნა 2015 წელს -53 იყო ; 2016ში - 21, 2017-ში - 7.
გამარტივებული პროცედურების დაანონსების შემდეგ 8 თვიან პერიოდში შემოწმების 11 შემთხვევა ფიქისრდება. აღსანიშნავია, ასევე ისიც რომ ასეთი შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და სანქციების საერთო მოცულობის შესახებ 2018 წლის პერიოდში ინფორმაცია პაპიაშვილის მოთხოვნის მიუხედავად შემოსავლების სამსახურს არ გაუვრცელებია.

„2017 წელს მთლიან მოთხოვნებში რაც იქნა წარდგენილი შემოწმებების 0.21% დაინიშნა, მიმდინარე წელს 0.23%, ბოლო 3 თვეში კი 0.48%. ეს არ არის საგანგაშო, ნამდვილად არა, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო შემოწმებები ინიშნება. ის რომ ჩვენ ზედმეტად გადახდილ გადასახადს მოვითხოვთ და საგადასახადო შემოწნებას არავინ არ დაგვინიშნავს ეს ასე არ არის.“ - განმარტავს პაპიაშვილი.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

20.ივნისი.2019 21:20
284

"ნათია თურნავას აქვს შანსი, რომ იყოს მაგარი მინისტრი" <Video>

ვრცლად
20.ივნისი.2019 20:00
283

ივლისის დასაწყისში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:59
192

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:00
403

"საპენსიო სისტემას ძირითადად კერძო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ"

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:57
586

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:20
1280

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად