მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაუვადებენ თუ არა კიდევ ერთხელ ბიზნესს ბანკები სესხებს?

5f8efca3279ef
სალომე მეცხვარიშვილი
20.10.20 19:49
1400
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, ბანკები სესხების მასობრივად გადავადების საჭიროებას ვერ ხედავენ. ამის შესახებ მან პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თუმცა, შაგიძე ადასტურებს, რომ ბანკები სესხების გადავადება/რესტრუქტურიზაციას კომპანიებთან ინდივიდუალურად განიხილავენ.

“ინდივიდუალურად ხდება სესხების განხილვა და სადაც რისი შესაძლებლობა აქვთ ბანკებს, მაქსიმალურად ხდება ამის განხილვა. როგორც იცით, 2 გადავადება უკვე იყო.

მასობრივად საჭირო აღარ არის, ინდივიდუალურად სადაც საჭიროა, ნამდვილად მზად არიან ბანკები, რომ ამაზე ისაუბრონ”,- აცხადებს შაგიძე.

შეგახსენებთ, რომ კერძო სექტორის ნაწილი, განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები, სესხების კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვენ და მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. მათი თქმით, პანდემიის პირობებში მათ შემოსავლები არ უფიქსირდებათ, შესაბამისად საბანკო ვალდებულებების მომსახურებას ვერ შეძლებენ.