სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე, დღეს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში სააგენტოს ხელმძღვანელს ზაალ კაპანაძეს დეპუტატებმა კითხეს, რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საწარმოების მოთხოვნაზე, GMP/GDP სტანდარტზე გადასვლა რამდენიმე წლით გადავადდეს.
როგორც ცნობილია კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვა ფარმაცევტულმა საწარმოება 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალ სატანდარტზე გადასვლისთვის, რომელიც მათი მხრიდან სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას მოითხოვს, მზად არ არიან და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის გადავადებას სთხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე აცხადებს, რომ რეგულაციის გადავადებაზე ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, რეგულაცია ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.
"აღსანიშნავია, რომ გარდამავალ პერიოდში ორმა ქართულმა კომპანიამ აიღო GMP/GDP სერთიფიკატი. რაც შეეხება გადავადებას, არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ ვერ ეტევიან დროში, ჰყავთ 600-ზე მეტი თანამშრომელი და იქნებ მიეცეთ დამატებითი დრო ახალ საწარმოო პრაქტიკაზე გადასასვლელად.
ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და დღევანდელი მოცემულობით რეგულაცია ძალაში 2022 წლიდან უნდა შევიდეს. შესაბამისად მოთხოვნები ყველა მწარმოებელმა უნდა დააკმაყოფილოს"-აცხადებს ზაალ კაპანაძე და დასძენს, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველა თანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდეს და ქვეყანაში მხოლოდ GMP/GDP სერტიფიკატის მქონე მედიკამენტი შემოვიდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა