მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავადდება თუ არა სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი? - უწყების განმარტება

5e674feb0555a
თათია ჩაფიჩაძე
10.03.20 12:25
2451

სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლო პროცესის გადავადებაზე ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.როგორც BM.GE -ს განათლების მინისტრის მოაგდილემ ეკა დგებუაძემ განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსგან გადაჭრით გადავადებაზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არსებობს.

„ველოდებით სამინისტროს რეკომენდაციას. გადაჭრით არ ყოფილა საბოლოო გადაწყვეტილება. რასაც გვეტყვიან, იმის შესაბამისად მოვიქცევით. რაც შეეხება მზადყოფნას, რაც 2 კვირის ვადაში შევძელით სკოლები იმის შესაბამისად მომზადებულია და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“ - განაცხადა დგებუაძემ.

იგივე პოზიცია აქვს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს. როგორც კახა გვანცელაძემ BM.GE-თან საუბრისას აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს, კონკრეტული გადაწყვეტილება კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ჯერჯერობით არდადეგების გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მუდმივი კონტაქტი გვაქვს მათთან და ველოდებით საბოლოო პასუხებს, რომელიც უახლოეს დღეებში გვეცოდინება. ამ ეტაპზე არდადეგების გახანგრძლივების რეკომენდაცია მიღებული არ მაქვს“ - აღნიშნა გვანცელაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გახანგრძილვდება თუ არა არდადეგები, კვირის ბოლომდე გაირკვევა.

შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვეტილია. 16 მარტამდე არ განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.