მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გადაწყვეტილებებს ჩვენთან შეუთანხმებლად იღებენ” - კერძო სექტორი მთავრობას აკრიტიკებს

60d222a1b078b
მარიამ ადამია
22.06.21 23:49
599
კერძო სექტორი მას შემდეგ, რაც ქვეყანა პანდემიურ რეჟიმზე გადავიდა, მთავრობას კომუნიკაციის ხარისხს უწუნებს. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ყველა გადაწყვეტილების შესახებ, რაც ამ დროის განმავლობაში იყო მიღებული, მედიის საშუალებით შეიტყვეს.

როგორც ბარ "დედაენას" დამფუძნებელი დათა ლაფაური ამბობს, განვლილი 14 თვე ბარებისთვის და კლუბებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო, რასაც ტრადიციულად სექტორთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები ემატებოდა. მისი თქმით, არც დღევანდელი გადაწყვეტილებები ყოფილა გამონაკლისი.

“მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები ეხება ჩვენს სექტორს, მთავრობა ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენ საერთოდ არ ვართ საქმის კურსში. ვიგებთ ყველაფერს ტელეფიზიის მეშვეობით, როგორც სხვა ნებისმიერი მოქალაქე. ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ წინასწარ მოვახდინოთ ადაპტაცია და ვართ მუდმივად რეაქციულ რეჟიმში. ბოლო 14 თვის განმავლობაში წინასწარ რომ გვცოდნოდა რა შეზღუდვები იგეგმებოდა, რა ვარიანტები ან ვადები გვქონდა, ის ობიექტები, რომლებიც უკვე დაიკეტა, ხარჯებს არ გაიღებდა, შესაბამისად არ იზარალებდა", - ამბობს დათა ლაფაური.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან კომენდანტის საათი იხსნება, თუმცა კაფეები, რესტორნები და ბარები მაინც ღამის 12 საათამდე იმუშავებენ.