ბიზნესის სარეაბილიტაციო და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი თიკო შუღაროვა აცხადებს, რომ გადახდისუუნარობის მასშტაბურ რეფორმაზე მუშაობისას იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინეს, რის შედეგადაც სისწრაფზე და ეფექტურობაზე მორგებული რეფორმა მომზადდა.
„იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა, კერძო სექტორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, EBRD-ის, ყველა ჩვენთაგანის დიდი შრომის შედეგად მივიღეთ ახალი და მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობისთვის.
იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებმა გაითვალისწინეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია და შედეგად მოხდა უკვე შემუშავებული კანონპროექტიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოღება, ვინაიდან გადახდისუუნარობის სისტემის მთავარი იდეა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს პროცესის წარმართვა. ეს რეფორმა სწორედ სისწრაფზე და ეფექტურობაზეა მორგებული", - აცხადებს თიკო შუღაროვა.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას შუღაროვამ მთავარ გამოწვევად ბოლო საფეხურზე შესაბამისი მმართველების მომზადება დაასახელა.
„ფირნიშამდე ვართ გასულები, ბოლო საფეხური დაგვრჩა და ეს არის პრაქტიკოსები. ეს არის თვისობრივად ახალი პროფესია, რომელიც რეგულირებული უნდა იყოს. იუსტიციის სამინიტროს დაწყებული აქვს და ჩვენც ჩართულები ვართ პროცესში, რომ როცა ეს კანონი შევა ძალაში, დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება პრაქტიკოსს. ეს იქნება რეაბილიტაციის მმართველი, გაკოტრების მმართველი, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, კომპლექსური პროფესიაა და მთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამუშავებენ ამას.
2022 წლისთვის ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დარეგულირებული როგორ უნდა გახდე პრაქტიკოსი, როგორ უნდა მოხდეს ზედამხედველობა, დისციპლინური სანქციები როგორი უნდა იყოს და ეს თემა ახლა ძალიან აქტუალურია. ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ სავალდებულოა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი იყოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების მმართველი. თუმცა, ამის ავტორიზიციის ორგანო ვინ იქნება ამის წესი და პირობები ახლა უნდა დამტკიცდეს", - აცხადებს შუღაროვა.
რეფორმის შეფასებაზე საუბრისას ბიზნესის სარეაბილიტაციო და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი ამბობს, რომ სამომავლოდ სპეციალიზებული მოსამართლეების არსებობაც გახდება საჭირო.
„ევროპის ყველა ქვეყანაში სპეციალიზებული მოსამართლეები არიან და ცალკეა გადახდისუუნარობის სასამართლოები, პალატები. ამასაც დრო მოიტანს და აუცილებლად საჭირო გახდება მათი გადამზადება“, - განაცხადა შუღაროვამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ