14.ოქტომბერი .2019 14:00

გადის თუ არა Banana Republic-ი საქართველოს ბაზრიდან

views 812
უკან

BM.GE-ის ინფორმაციით, მსოფლიოში  სამოსის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდი - Banana Republic საქართველოს ბაზრიდან გადის.

ბრენდის ერთადერთი ოფიციალური მაღაზია "თბილისი მოლის" პირველ სართულზეა, რომელიც გუშინ სამუშაო საათებში დაკეტილი იყო.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ საქართველოში ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობას - „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ "მაღაზია, ჯერჯერობით, დაკეტილი არ არის" და ბრენდთან ოფიციალურად შეთანხმებულ დეტალურ ინფორმაციას (პრეს-რელიზს) დაახლოებით, 2 კვირაში გაავრცელებენ.

- რატომ იხურება Banana Republic-ი, ბიზნესი კომერციულად არამომგებიანი აღმოჩნდა?

- გავავრცელებთ ბრენდთან ოფიციალურად შეთანხმებულ პრეს-რელიზს, რომელსაც გამოგიგზავნით და ყველანაირ ინფორმაციას მიიღებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით, 1-2 კვირაში ამ ინფორმაციას ბრენდისგან მივიღებთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება საბოლოო იქნება, მომხმარებლებისთვისაც გავაჟღერებთ, რომ ბოლო შანსი გამოიყენონ; როდესაც ბრენდი გადის ყოველთვის ასე ვაკეთებთ.

ცნობისთვის: Banana Republic-ი მხოლოდ ერთი ოფიციალური მაღაზიით „თბილისი მოლში“ რამდენიმე წლის წინ შემოვიდა. კომპანია სამოსის ბრენდია, რომელიც ამერიკულ, მულტინაცინიონალურ კორპორაცია GAP Inc. ეკუთვნის. კონცერნი 2008 წლიდან მხოლოდ შეერთებულ შტატებში, კანადასა და აზიაში არის აქტიური. ბრენდი 1978 წელს დაფუძნდა და პირველი მაღაზია იმავე წელს კალიფორნიაში გაიხსნა. დაფუძნებიდან დღემდე, აშშ-ში 500 მაღაზია გაიხსნა. პირველი მაღაზია ამერიკის გარეთ, 2005 წელს ტოკიოში გაიხსნა. 2008 წლის 15 მარტს კი, პირველი მაღაზია სტამბოლში გამოჩნდა. რაც შეეხება ევროპას, აქ პირველი მაღაზია Flagship Stores ლონდონში 2008 წლის 20 მარტიდან მოქმედებს. 2010 წლიდან კი, მაღაზია მილანშიც ფუნქციონირებს. 2011 წლის დეკემბრიდან ფირმამ მაღაზია კასაბლანკას Morocco Mall-ში გახსნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა