მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღაძაძე: წელს ბაზარზე სიცოცხლის დაზღვევის არაორდინალური პლატფორმით შემოვალთ

5ffc3a68877e3
ლიკა გურაბანიძე
11.01.21 20:52
922
“2021 წელს ბაზარზე სიცოცხლის დაზღვევის არაორდინალური პლატფორმით შემოვალთ და ის გაცილებით დიდ მასშტაბებზე ავა, როგორც პროდუქტი და მომსახურების ნაირსახეობა” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განაცხადა.

როგორც ღაძაძემ აღნიშნა, ამჟამად თიბისის სიცოცხლის დაზღვევა, როგორც პროდუქტი მსესხებლებზეა მიბმული და ის, როგორც ცალკე პროდუქტი არ არსებობს.

“ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს კარგ საფუძველს ჩავუყრით, რომ მთლიან სადაზღვევო ბაზარზე სიცოცხლის დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდეს. მეორე სიახლე ორდინალური ტიპის დაზღვევებში იქნება და ის დიჯიტალიზაციის კომპონენტებით გაუმჯობესდება, როგორც პოლისების გაყიდვით, ასევე ზარალების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო მესამე სიახლე ჩვენ შემთხვევაში, ეკოსისტემების შექმნა და მონაწილეობაა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იმის იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სიახლეების ნაწილში შემობრუნების წელი იქნება” - განაცხადა ღაძაძემ.

მისივე განმარტებით, 2021 წელს სიახლეების მოლოდინი მესამე პირის ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილშიც არსებობს.

“ეს ცალსახად ინდუსტრიაში დიდი გარღვევა იქნება. ავტოპარკი ძალიან მოძველებულია და ავტოპარკის მხოლოდ 9-10%-ია დაზღვეული. ქვეყანაში 12 წელზე მეტი ხნის ავტომობილები დაახლოებით 87%-ია” - განმარტა ღაძაძემ.