მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

5e4e22b8d4d25
ინგა მურუსიძე
20.02.20 10:07
1435
გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს, სხვადასხვა მიმართულებით.

"ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი თავის მიმართ. მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, ახლობელს, იმ ხალხს, ვინც აქ არის და შორიდან მგულშემატკივრობს, მათი მხრადამჭერის და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოსცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.