საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, დღეს რთული სათქმელია, რა გავლენა ექნება ბუნებრივი გაზის ახალ სამომხმარებლო ტარიფზე ლარის გაუფასურებას.
მან BM.GE-ისთან საუბრისას ის ფაქტორები დაასახელა, რაც ტარიფების დაანგარიშებისას იქნება გათვალისწინებული.
"კურსის ცვლილება რომ მნიშვნელოვანია, ამას ვერ უარვყოფთ. ეს არის გეგმიური გადახედვა, ივლისში მიმართეს კომპანიებმა მარეგულირებელ კომისიას. ეს პროცესი დეკემბერში დასრულდება და ეს არის კომპლექსური გადახედვა. აქ მხოლოდ ბუნებრივი გაზის, როგორც პროდუქტის ფასზე კომისია არ იმსჯელებს, საუბარი იქნება ასევე განაწილების ახალ ტარიფზე, რომლის მთავარი განმსაზღვრელი არის არა კურსი, არამედ მაგალითად, განხორციელებული ინვესტიციები.
ტრანსპორტირების ახალი ტარიფი იქნება დასადგენი და საბოლოო ჯამში, პროგნოზირება ჩვენთვის, როგორც ყოველთვის, რთულია, რა შედეგი დადგება დეკემბერში", - განაცხადა ირინა მილორავამ.
ამასთან, სემეკის თავმჯდომარემ გასული წელი გაიხსენა, როცა "ყაზტრანსგაზისთვის", გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოგების შემცირების ხარჯზე, ბუნებრივი გაზი გაიაფდა, შესაბამისად, ახალი ტარიფები მოსახლეობისთვის არ გაიზარდა.
"უნდა გავიხსენო გასული წელი, როდესაც ასევე გვქონდა სახეზე კურსის ცვლილება. მაშინ მოხდა ბუნებრივი გაზის შესასყიდი ფასის, რომელიც დაფიქსირებული იყო დოლარში, შემცირება. მაგალითად, „ყაზტრანსგაზის“ შემთხვევაში 105 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე 103.7 დოლარამდე შემცირდა. მაშინ კურსის ეფექტის განეიტრალება სწორედ გაზის ფასის შემცირების ხარჯზე მოხდა, ამიტომ ჯერ კიდევ დროა დეკემბრის ბოლომდე. შესაბამისად, ახალი მიწოდების ფასი როგორი ჩამოყალიბდება, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული", - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი