მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი - მინისტრის მოადგილის პროგნოზი

5d8a02c3af7ca
სალომე მეცხვარიშვილი
24.09.19 15:52
989
ის, რომ გაზის ფასი აუცილებლად გაიზრდება, არასწორი ინფორმაციაა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა გაზის ტარიფის მოსალოდნელი ზრდის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს რესურსი, რომ გაზის ტარიფი, მიუხედავად ვალუტის გაუფასურებისა, იგივე დარჩეს.

“ვერ დაგიდასტურებთ, რომ გაზის ფასის ზრდა არის გარდაუვალი, პირიქით, ჩემი ინფორმაციით, გაზის ფასი არანაირად არ შეიცვლება და გვაქვს რესურსები, რომ ფასი დარჩეს იგივე.

მე არ ვთვლი და არ მაქვს ინფორმაცია, რომ დაგვჭირდება სუბსიდირება, ვფიქრობთ, რომ სუბსიდირების გარეშეც შევძლებთ გაზის ფასი დარჩეს ის, რამდენიც საჭიროა”, - განაცხადა თვალაბეიშვილმა.

სემეკმა გაზის ტარიფზე წლის ბოლომდე უნდა იმსჯელოს და ახალი ტარიფი დაადგინოს, რომელიც მომდევნო წელს შევა ძალაში.